ავტორი:

"იგეგმება სამედიცინო კონსილიუმის ვიზიტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში... ვნახავთ სამედიცინო ჩანაწერებს, იგივე დოზირების საკითხებს" - ომბუდსმენი

"იგეგმება სამედიცინო კონსილიუმის ვიზიტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში... ვნახავთ სამედიცინო ჩანაწერებს, იგივე დოზირების საკითხებს" - ომბუდსმენი

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ვიზიტს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულებას უახლოეს დღეებში გეგმავს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, კონსილიუმს სხვა დარგის სპეციალისტებიც დაემატოს.

"უახლოეს დღეებში იგეგმება სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის ვიზიტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ასევე, ჩვენ დავამატებთ სხვა დარგის სპეციალისტებსაც, შესაბამისი მიმართულებებით, რადგან ახალი მიმართულებებით გამოიკვეთა პრობლემები, მათ შორის, სავარაუდოდ, ფსიქიკური ჯანდაცვის მიმართულებით. ამიტომ ამ საკითხებს ჯერ შევისწავლით, ვნახავთ სამედიცინო ჩანაწერებს, იგივე დოზირების საკითხებს, რამდენად მართებულად წარიმართა მისი მკურნალობა ამ მიმართულებით და გვექნება ჩვენი შესაბამისი დასკვნა, რომელიც მხარეს შეუძლია გამოიყენოს სამართალწარმოების დროს სტრასბურგში,“- განაცხადა ლომჯარიამ.