ავტორი:

"ნუ გასაგებია... ბიძინას უთხრა, ღარიბასგან მივდივარ, შენგან არაო" - როგორ ეხმაურებიან ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას "ფეისბუქზე"?

"ნუ გასაგებია... ბიძინას უთხრა, ღარიბასგან მივდივარ, შენგან არაო" - როგორ ეხმაურებიან ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას "ფეისბუქზე"?

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, საქმიანობას "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. ტიკარაძემ ისაუბრა მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე.

მისი თქმით, მისთვის ჯანდაცვის მინისტრობა იყო დიდი პასუხისმგებლობა. ეკატერინე ტიკარაძემ მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს.

ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას უამრავი ადამიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

გიგი უგულავა: და რატი (რეგვენ) ბრეგვაძემ რომ შეითავსოს ჯანდაცვის მინისტრობა? მაინც დიდი სამედიცინო გამოცდილება უკვე მიიღო

ნანუკა ჟორჟლიანი, ტელეწამყვანი:

"გაუმარჯოს ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილებას და გულით ვულოცავ მას, ბოროტების დაჯგუფების დატოვებას. ნუ, პარტიაში დარჩენა გასაგებია. ბიძინას უთხრა, ღარიბასგან მივდივარ, შენგან არაო"

ზურაბ ჯაფარიძე, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი:

"შემდეგი ვის უწევს, დერმატოლოგს თუ ოფთალმოლოგს?"

გოგი გვახარია, კინოკრიტიკოსი:

"ცოტა ხანში გვეტყვიან რომ ქალბატონი ტიკარაძე ან ნაცია, ან ოპიუმდამოკიდებული ან... რა სიტყვა თქვა კობახიძემ ჟურნალისტებზე? ა "გარყვნილი"

გია ბარამიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

"იმ მწარე სიმართლის ბოლომდე და საჯაროდ თქმის გარეშე, თუ კოვიდის გამო, რა უბედურება და რატომაც, ტრიალებს საქართველოში, ეს გადადგომა პასუხისმგებლობისგან გაქცევაა".

რამაზ გიგაური, ასტროლოგი:

"ალბათ ძალა დაატანეს მეორედ აიცერიო და ამან გადადგომა ამჯობინა.ან იმას კარიესი დაეწყო და დაუძახა.სხვა ვერსია არ მაქვს."

მარიამ გეგუჩაძე:

ძალიან მარტივი მისახვედრია, რატომ გაუშვეს ტიკარაძე. კოვიდი რომ არ არის მაგათი პრიორიტეტი, რავიცი, ვხედავთ იმდენ სისულელეს აკეთებენ და მნიშვნელოვან რაღაცას, არ.ეხლა მოიყვანენ ახალს, დავარცხნილს და ფასადურად “ნორმალურს”. გადავფხიკავთ და შეგვრჩება კობახიძე. გილოცავთ