ავტორი:

"საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით, კისინჯერიც ვერ წარმოიდგენდა ამას" - რატომ აკრიტიკებს იან კელი კახა კალაძეს?

"საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით, კისინჯერიც ვერ წარმოიდგენდა ამას" - რატომ აკრიტიკებს იან კელი კახა კალაძეს?

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის კომენტარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

"საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით. ვფიქრობ, კისინჯერიც კი ვერ წარმოიდგენდა ამას", - წერს იან კელი.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ერიკა ოლსონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს. ამ კომენტართან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას თბილისის მერმა ასე უპასუხა:

"რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე?“