ავტორი:

"კოვიდმა უკვე დაიწყო ინტერგენომური თამაშები და აქვს პოტენცია, რომ სხვა უბედური ვირუსებიდან აღებული მავნეობები შეითავსოს" - რას წერს ზურაბ გურული

"კოვიდმა უკვე დაიწყო ინტერგენომური თამაშები და აქვს პოტენცია, რომ სხვა უბედური ვირუსებიდან აღებული მავნეობები შეითავსოს" - რას წერს ზურაბ გურული

ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული კორონავირუსის "ომიკრონ" შტამის შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს. გურული პოსტში საუბრობს იმაზე, თუ რატომ არის საშიში აღნიშნული მუტაცია.

"ძალიან საგულისხმო დეტალის აღნიშვნა გამოცდილი პროფესიონალისგან... რაც შეეხება მის გაშიფვრას, ომიკრონის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი "სპაიკ"-პროტეინის ამინომჟავათა 26 მუტაციაში არის 23 ჩანაცვლება (substitution), 2 წაშლა (deletion) და ერთი, აქამდე უნახავი ჩამატება ( insertion); სწორედ ეგ არის ins214EPE.

ჩამატება-მუტაცია იმიტომ არის საშიში, რომ საიდანღაც, კერძოდ სხვა ვირუსის გენომიდან წამოიღო კოვიდმა ეს ინფორმაცია და შეითავსა თავის გენომში. ანუ, კოვიდმა უკვე დაიწყო ინტერგენომური თამაშები და აქვს პოტენცია, რომ ყველა სხვა უბედური ვირუსებიდან აღებული მავნეობები შეითავსოს და ...ცხადია არ არის აუცილებელი, რომ ასე მოხდეს, მაგრამ ...სწორედ ამიტომ არის ეს მუტაცია დამაფიქრებელი" - წერს გურული.