ავტორი:

"ეჭვი მაქვს, ტიკარაძეს არ აპატიეს ის, რომ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანაზე კონსილიუმის რეკომენდაცია გაიზიარა" - ბადრი ჯაფარიძე

"ეჭვი მაქვს, ტიკარაძეს არ აპატიეს ის, რომ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანაზე კონსილიუმის რეკომენდაცია გაიზიარა" - ბადრი ჯაფარიძე

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანაზე კონსილიუმის რეკომენდაციის გაზიარება არ აპატიეს.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არა მხოლოდ ეკატერინე ტიკარაძე, არამედ მთავრობის სრული შემადგენლობა უნდა გადადგეს.

მისი თქმით, მთავრობის გადადგომა კარგი ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ “ქვეყანაში დაიწყოს რეალური ნაბიჯები ვითარების გამოსასწორებლად”.

“მთლიანად მთავრობა უნდა გადადგეს და არა მხოლოდ ეკატერინე ტიკარაძე. ალბათ, მისი გადაწყვეტილება არის კონფლიქტის შედეგი, რომელიც მთავრობაში არსებობდა. ეჭვი მაქვს, რომ მას ასევე არ აპატიეს ის, რომ მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანაზე კონსილიუმის რეკომენდაცია გაიზიარა. ვფიქრობ, რომ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მის მიმართ, ალბათ, კრიტიკული დამოკიდებულება იყო. მთლიანობაში, მთავრობა, რომელიც გამოწვებებს ვერ უმკლავდება, უნდა გადადგეს და ეს იქნება სწორი ნაბიჯი”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.