ავტორი:

"არავინ მოიხსენიებდა ერთმანეთს უწმაწური სიტყვებით, რომელ საუკუნეში ვართ?!" - კახა კალაძე ღარიბაშვილი-ტიკარაძის შესაძლო დაპირისპირებაზე

"არავინ მოიხსენიებდა ერთმანეთს უწმაწური სიტყვებით, რომელ საუკუნეში ვართ?!" - კახა კალაძე ღარიბაშვილი-ტიკარაძის შესაძლო დაპირისპირებაზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გაცხადებით, მან ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ არ იცოდა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გაუჭირდება საუბარი იმ მიზეზებზე, თუ რის გამო მიიღო ტიკარაძემ ეს გადაწყვეტილება.

"გამიჭირდება საუბარი რის გამო გადადგა, თუმცა, მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მინდა ეკას წარმატებები ვუსურვო. ის, რა თქმა უნდა, გუნდიდან არ მიდის. პარტიაში, პოლიტსაბჭოში გააგრძელებს მუშაობას.

თუ ვინ იქნება მომავალი მინისტრი, დაველოდოთ და უახლოეს პერიოდში იქნება გადაწყვეტილი. როცა იქნება ცხადი და ცნობილი ვინ იქნება კანდიდატურა, საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება. მე არ ვიცოდი ამ გადაწყვეტილების შესახებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა პრემიერსა და ეკატერინე ტიკარაძეს შორის.

"არ არის ეს სწორი ინფორმაცია, რატომ იგონებთ? არანაირი დაპირისპირება არ იყო, არავინ არ მოიხსენიებდა ერთმანეთს უწმაწური სიტყვებით, რომელ საუკუნეში ვართ, რა უწმაწური სიტყვებით მოხსენიებაზეა ლაპარაკი?! შეიძლება გარკვეულ საკითხებზე იყო მსჯელობა, აზრთა სხვადასხვაობა, მე არ ვარ მთავრობის წარმომადგენელი, ამიტომ გამიჭირდება.

მთავრობის ხელმძღვანელი თავისი კაბინეტის მინისტრებს სამუშაო ფორმატში რა თემებზე ესაუბრება, ეს რა თქმა უნდა, არც გენერალური მდივნის საქმე არ არის, მე ვარ ქალაქის მერი, მაქვს ჩემი საქმე და დღის წესრიგი“, - განაცხადა კალაძემ.