ავტორი:

ბრედ პიტი ახალ სიყვარულს ეძებს, თუმცა ამბობს, რომ ეტაპი, რომელიც სერიოზულ ურთიერთობამდე უნდა გაიაროს, "სძულს"

ბრედ პიტი ახალ სიყვარულს ეძებს, თუმცა ამბობს, რომ ეტაპი, რომელიც სერიოზულ ურთიერთობამდე უნდა გაიაროს, "სძულს"

US Weekly-ის წყაროს მიხედვით, ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლისთან გაშორების შემდეგ, კვლავ სურს ვინმე განსაკუთრებულის პოვნა და მასთან სერიოზული ურთიერთობის დაწყება, თუმცა ამბობს, რომ "ეს პროცესი სძულს.“

წყარომ ასევე დაამატა, რომ 57 წლის ვარსკვლავისთვის მეგობართან ერთად ყავის დალევაც კი პრობლემურია, იმის გამო, რომ შემდეგ ყველა ამაზე ჭორაობს.

ბრედი ამჟამად საკუთარი ოჯახით, ქველმოქმედებითა და სამუშაოთია დაკავებული.

რაც შეეხება მისი ყოფილი მეუღლის პირად ცხოვრებას, ანჯელინა მომღერალ "ვიქენდთან" ერთად ვახშმობისას რამდენჯერმე შენიშნეს და მედიაში წერენ, რომ ისინი ერთად არიან, თუმცა მსახიობმა ჭორები კატეგორიულად უარყო.

ანჯელინასა და ბრედის ურთიერთობა 2005 წელს დაიწყო. წყვილი ერთმანეთს „მისტერ და მისის სმიტების“ გადასაღებ მოედანზე შეხვდა და 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, დაქორწინდნენ კიდეც - 2014 წელს. 2016 წელს, ანჯელინამ განქორწინებაზე საბუთები შეიტანა და საბოლოო სახე გაყრამ 2019 წელს მიიღო, მათი შვილების მეურვეობის საკითხი კი დღემდე სასამართლოში განიხილება.

ანჯელინას და ბრედს 6 შვილი ჰყავთ.

ჯოლიმ მედოქსი და ზაჰარა 2002 და 2005 წლებში იშვილა, სანამ პიტთან ურთიერთობას დაიწყებდა.

2007 წელს მათ პექსი იშვილეს. მას შემდეგ, წყვილს ბიოლოგიური შვილები - შაილო, ნოქსი და ვივიენი ეყოლათ.

განქორწინების შემდეგ ჯოლიმ ბავშვების მეურვეობისთვის ბრძოლა დაიწყო.

ანჯელინა ჯოლის პროტესტის მიუხედავად, მოსამართლე ოუდეკირკმა ამ წლის დასაწყისში, ყოფილ მეუღლეებს, ბავშვებზე ერთობლივი მეურვეობის უფლება მიანიჭა.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა