როგორც მიხეილ სააკაშვილი, ასევე დაცვის მხარეც, მადლობას ვუხდით სახალხო დამცველს იმისთვის, რომ ის ძალიან აქტიურად არის ჩართული მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის საქმეში და ობიექტური მონიტორის ფუნქციას ასრულებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს კვლავაც სუსტად, თუმცა, არის უკეთესად.
"პრეზიდენტი თავს გრძნობს კვლავაც სუსტად, თუმცა, ჩემი აზრით, არის უკეთესად. მადლობას უხდის სახალო დამცველს მისი წინადადებისთვის და მოხარულია, რომ სახალხო დამცველი ასე აქტიურად მონაწილეობს ამ საქმეში. სახალხო დამცველს, ჩვენც, დაცვის მხარეც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით იმისთვის, რომ ის ძალიან აქტიურად არის ჩართული მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის საქმეში და ობიექტური მონიტორის ფუნქციას ასრულებს ამ საქმეში და საკმაოდ აქტიურადაც.
ამასთან, მან დღეს განაცხადა, რომ ფსიქიატრი ჩაერთვება კონსილიუმში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც შეეხება სასამართლო პროცესებზე დასწრებას, 22 დეკემბერის პროცესზე დასწრების პროგნოზირება ჯერ საკმაოდ რთულია და არ ვიცი როგორი მდგომარეობა იქნება. მანამდე ბევრი მოცემულობა შეიძლება შეიცვალოს, ჯანმრთელობის პირველ რიგში და პენიტენციური სამსახურის - ცხადია, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, პენიტენციური სამსახური რაიმე გეგმის მიხედვით არ მოქმერდებს და შეიძლება, ხვალ, ზეგ, ისეთი რამ გააკეთონ, რომ ვითარება მთლიანად შეიცვალოს“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.