ავტორი:

ბიბლუსში  დიდი საახალწლო ფასდაკლება - იწყება!

ბიბლუსში  დიდი საახალწლო ფასდაკლება - იწყება!

ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი საქართველოში ტრადიციულად, ყოველ წელს, ახალი წლის მოახლოებისთანავე დიდ ფასდაკლებებს სთავაზობს მომხმარებელს. რა თქმა უნდა, ამ ჯადოსნური ტრადიციის ფარგლებში, „ბიბლუსში“ წელსაც შეგეძლებათ სარგებლობა რჩეული ფასდაკლებით.

წიგნი - საუკეთესო საჩუქარია, რომელიც ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მქონე ადამიანს გაახარებს.

„ბიბლუსი“ კი წიგნების მთავარი მომწოდებელი და ყველაზე პოპულარული საჩუქრის არჩევის საუკეთესო ადგილია!

დღეიდან, წიგნების არჩევა „ბიბლუსში” მთელი საახალწლო პერიოდის ჩათვლით უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი იქნება, რადგან 20-დან 50%-მდე ფასდაკლება წინასწარ შერჩეულ პროდუქციაზე საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მხატვრული, თუ სამეცნიერო ლიტერატურა.

დიდი საახალწლო ფასდაკლება ასევე შეეხება „ბიბლუსში“ წარმოდგენილ საახალწლო პროდუქციას და საკანცელარიო ნივთებსაც.

„ბიბლუსი“ მუდამ ზრუნავს მომხმარებლის წინასაახალწლო განწყობაზე. დიდი საახალწლო ფასდაკლება - ძალიან კარგი შანსია, აარჩიოთ წიგნები საჩუქრად - ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის, საუკეთესო ფასად. დროულად დაიწყეთ საახალწლო საჩუქრებზე ფიქრი, რადგან ახალი წელი არც თუ ისე შორსაა.

R