ავტორი:

"წერილის შესახებ მედიიდან გავიგე, რაც ძალიან გულდასაწყვეტია - შეიძლებოდა ისეთ ტექსტზე შევთანხმებულიყავით, რომელზეც ჩვენი ხელმოწერაც იქნებოდა" - ლევან იოსელიანი

"წერილის შესახებ მედიიდან გავიგე, რაც ძალიან გულდასაწყვეტია - შეიძლებოდა ისეთ ტექსტზე შევთანხმებულიყავით, რომელზეც ჩვენი ხელმოწერაც იქნებოდა" - ლევან იოსელიანი

"წერილის შესახებ მედიიდან გავიგე, რაც ძალიან გულდასაწყვეტია - შეიძლებოდა ისეთ ტექსტზე შევთანხმებულიყავით, რომელზეც ჩვენი ხელმოწერაც იქნებოდა" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან მოქალაქეების დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპელი პარტნიორების მიმართ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილის წერილს.

მისი თქმით, წერილთან დაკავშირებით მათთან კონსულტაცია არავის ჰქონია.

"ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ოპოზიცია ოპოზიციის სხვა ნაწილთან ასეთი ურთიერთობის ფორმას ირჩევს. რომ გვქონოდა კონსულტაცია, შეიძლებოდა ისეთ ტექსტზე შევთანხმებულიყავით, რომელზეც ჩვენი ხელმოწერაც იქნებოდა. არსებული ტექსტის პუნქტების ნაწილს ვიზიარებ, ნაწილს - არა. ერთმანეთზე კარგი წარმოდგენები რომ არ გვაქვს, ეს არ არის ახალი და ასეთი დემონსტრაციული მოქმედება ჩვენს მიმართ კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ დამოკიდებულებას განსხვავებული აზრის მიმართ. თუ რაღაცას არ იზიარებ, ისინი უბრალოდ გაიგნორებენ და ეს არის ძალიან სამწუხარო, როცა მე პირადად, ასე არ ვიქცევი", - განაცხადა იოსელიანმა.

შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელს მიმართავენ და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.

წერილში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს, ქმნიან გადაულახავ დაბრკოლებებს წინსვლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე და ძირს უთხრიან ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს განამტკიცოს ევროპული მომავალი.

წერილში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ ევროკავშირი გამოიყენებს EAP-ის მომავალ სამიტს, როგორც შესაძლებლობას შეახსენოს საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესახებ.