ავტორი:

"კრიტიკული და მამხილებელი აზრი, ილია მეორის მმართველობის პერიოდში, ყოველთვის ჩახშობილი და დასჯილი იყო" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

"კრიტიკული და მამხილებელი აზრი, ილია მეორის მმართველობის პერიოდში, ყოველთვის ჩახშობილი და დასჯილი იყო" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელსაც მღვდელმსახურება შეუჩერდა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მის მიერ მედიაში გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს უკავშირებს.

ილია ჭიღლაძის თქმით, 40 წელზე მეტია, საქართველოს ეკლესიაში ავტორიტარული, რეპრესიული მმართველობაა დამყარებულია. მისივე თქმით, მღვდელმსახურება მას 4 თვის წინ შეუჩერდა და გაუგებარია დღეს რატომ ვრცელდება ამის შესახებ ინფორმაცია.

"ჯერ კიდევ თებერვალში სინოდმა უსაფუძვლოდ მიიჩნია ჩემი საჯარო განცხადებების გამო, რომელიც მედიაში და სოციალურ ქსელში გავაკეთე და რომელიც ეკელესიაში არსებულ უდიდეს პრობლემებს, დანაშაულებსა და დარღვევებს ეხებოდა. ყოველგვარი მსჯელობის გარეშე. ჩემს დასასკელად შეიქმნა კომისია. ეს არის რეპრესიული და ტოტალიტალური ეკლესიური მმართველობის გამოვლინება, რაც საქართველოში 40 წელზე მეტია დამყარებულია. კრიტიკული და მამხილებელი აზრი ილია მეორის მმართველობაში ყოველთვის იყო ჩახშობილი და დასჯილი. დეკანოზი ბასილ კობახიძე, პეტრე ცაავა და არაერთი სასულიერი პირი იქნა დასჯილი ყოველგვარი განხილვების გარეშე. მართლაც ოდიოზური და კურიოზულია, რომ ივლისში მიღებულ გადაწყვეტილებას დღეს აქყევნებენ. ეს სასაცილოა, რადგან ასეთი გადაწყვეტილება მყისიერად უნდა ყოფილიყო გაცხადებული ჩემთვისაც, მრევლისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. მოყვანილი სამი კანონი, რაც მათ წარმომიდგინეს ბრალდებად, მესამე კანონი მღვდელს არ ეხება. ეხება უფრო მაღალ სასულიერო პირს. ამ კანონში წერია, რომ თუ ეპისკოპოსი ეპისკოპოსის მიერ არის ბრალდებული, მაშინ ამ ბრალდდადებულმა ეპისკოპოსმა თავი უნდა იმართლოს სინოდის სხდომის წინაშე. ეს ესადაგება ილია მეორეს, რადგან ის არის ეპისკოპოსი, ისევე როგორც პეტრე ცაავა და ის არის ბრალდადებული პეტრე ცაავას მიერ. მოვითხოვ ეკლესიის სასამართლოს რეაგირებას არსებულ პრობლემებზე." - განაცხადა "ტვ პირველთან" დეკანოზმა.