ავტორი:

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე აინთო.ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახებთან ერთად, ასევე მთავარობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

"მადლობა მინდა ყველას გითხრათ იმისთვის, რომ დღეს აქ შეიკრიბეთ, მობრძანდით თქვენი შვილებით, შვილიშვილებით და ძალიან მსიამოვნებს დღევანდელი საღამო, რადგან გვაქვს შესაძლებლობა ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს სურვილების ჩაფიქრება, ყველაფერი ცუდი, ყველაფერი რთული, რაც იყო 2021 წელს, რა თქმა უნდა, უნდა გავატანოთ წარსულს და ახალი იმედებით, ახალი შემართებით, ახალი ენერგიით და რაც მთავარია დიდი სიყვარულით უნდა შევხვდეთ 2022 წელს. წელს, რომელიც იქნება აღმშენებლობის, განვითარების, წარმატების და წინსვლის. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ერთად მოვახერხებთ.

ჩემო მეგობრებო, მტრის და მოყვასის სიყვარული ჩვენი კულტურის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი რელიგიის ნაწილია, ამიტომ მინდა, ყველას გთხოვოთ მეტი სიყვარული, მეტი პატივისცემა. დღეს ყველაზე მეტად, რაც გვაკლია და რაც პრობლემას წარმოადგენს, ეს არის გაუცხოება, ამიტომ უფრო მეტი სიყვარული, მეტი პატივისცემა, გვიყვარდეს ერთმანეთი, ერთად, ერთიანი შემართებით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქევყნის და ქალაქის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა კახა კალაძემ.