ავტორი:

დავით ნარმანიამ USAID-ის მწვანე ენერგეტიკის ფორუმში მონაწილეობა მიიღო

დავით ნარმანიამ USAID-ის მწვანე ენერგეტიკის ფორუმში მონაწილეობა მიიღო

დავით ნარმანიამ USAID-ის მწვანე ენერგეტიკის ფორუმში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგეტიკის ფორუმში, სადაც მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში მწვანე ენერგიის წარმოების საინვესტიციო შესაძლებლობები.

ფორუმი გაიმართა ონლაინ რეჟიმში და მასში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, აშშ-ს საელჩოების, აშშ-ს მწვანე ენერგეტიკული ტექნოლოგიების ორგანიზაციების წარმომადგენლები, დეველოპერები და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აშშ-ს მთავრობა ახორციელებს საქართველოს იურიდიულ და მარეგულირებელ საკონსულტაციო დახმარებას ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზრის, ქარის, მზისა და წყლის ენერგიების წარმოების ხელშეწყობის მიზნით.