ავტორი:

"რაზე ვაპირებ საუბარს ეგ "სეკრეტია" - მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ბუბა კიკაბიძე მივიდა

"რაზე ვაპირებ საუბარს ეგ "სეკრეტია" - მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ბუბა კიკაბიძე მივიდა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბუბა კიკაბიძე მივიდა. მას ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია რაზე აპირებს საუბარს ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან.

როგორც ბუბა კიკაბიძემ განაცხადა, მას შეხვედრა ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან, რომელსაც უთხრა, რომ სააკაშვილი არა საქართველოს, არამედ სწორედ უკრაინის მოქალაქეა.

"რაზე ვაპირებ საუბარს ეგ "სეკრეტია". შევხვდი ვლადიმერ ზელენსკის და იმაზე ვისაუბრეთ, რომ მისი მოქალაქეა, ჩვენი არ არის, ეგ იყო. მე ვიცი, რომ ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ჩამოვიდა უფლებადამცველი, მერე ჩამოვიდა ადვოკატი, ეგ ვიცი“, - განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

ცნობისთვის, ბუბა კიკაბიძე უკაინის პრეზიდენტს 11 ნოემბერს, კიევში შეხვდა. შეხვედრის დეტალები შემდეგ ჟურნალისტ დმიტრი გორდონთან ინტერვიუში გაიხსენა. როგორც აღნიშნა, შეხვედრაზე სასაუბრო თემა მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენები იყო.

"მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და რომ ქვეყანამ უნდა დაიბრუნოს თავისი მოქალაქე. მე დიდი ხანია ვიცნობ ზელენსკის და ეს ორი მეგობრის საუბარი იყო.

მე მას ვუთხარი, თუ მოგწონს ბრძოლა წესების გარეშე, ჩამოდი საქართველოში. წაგიყვან სოფლებსა და ქალაქებში და გაჩვენებ, სად სცემენ იმ ხალხს, ვისაც ევროპაში უნდა, ვინც ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებულად ფიქრობს. რამდენიმე ადამიანი თვალის გარეშე დარჩა. გასული წლის 21 ივლისს პოლიციამ პირდაპირ სახეში ესროლა ადამიანებს. როგორ სცემეს ჟურნალისტებს ივლისში... დიდხანს ვილაპარაკეთ.

ვუთხარი, რომ საგანგებოდ ჩამოვფრინდი, რათა გთხოვოთ, როგორმე დაეხმაროთ თქვენს მოქალაქეს, რადგანაც ჩნდება განცდა, რომ მათ არ სურთ სააკაშვილი ციხიდან ცოცხალი გამოვიდეს", - განაცხადა კიკაბიძემ.