ავტორი:

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად "ქართული ოცნების" დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს. არჩევნებში მონაწილეობა 39-მა დელეგატმა მიიღო და ყველამ მხარი დაუჭირა.

ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. მანამდე კი, ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და ვიქტორ სანიკიძემ 8 დეკემბერს ფედერაციაში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც გურასპაულმა კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება გააკეთა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლით აირჩიეს.