ავტორი:

აქსის თაუერსის საშობაო მარკეტი "გალერეა ვერეს" სასაჩუქრე გამოფენას მასპინძლობს

აქსის თაუერსის საშობაო მარკეტი "გალერეა ვერეს" სასაჩუქრე გამოფენას მასპინძლობს

აქსის თაუერსის საშობაო მარკეტის ფორმატში გალერეა „ვერეს“ სასაჩუქრე გამოფენას მასპინძლობს. თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ხელოვნების გამორჩეული ნიმუშებისა და საახალწლო აქსესუარების შეძენას 10 იანვრის ჩათვლით შეძლებენ.

„ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, რა იქნებოდა ორიგინალური და კომფორტული და ერთგვარი გამოფენის ფორმით შეგიგროვეთ ისეთი ნამუშევრები, რომლებიც უნიკალურად გაამდიდრებს თქვენი სახლის გარემოსა თუ საკოლექციონერო სივრცეებს და რასაკვირველია, გამოგადგებათ ნაფიქრ სეზონურ საჩუქრად“, – ამბობს „გალერეა ვერეს“ დირექტორი ქეთევან გორგაძე.

„გალერეა ვერე“ აქსის თაუერსის საშობაო მარკეტზე მომხმარებელს სთავაზობს ჩახოს (სერგო ჩახოიანი) გრაფიკულ ნაშრომს. ეს განსაკუთრებული ნამუშევარი, საშობაო გამოფენა-მარკეტის ფარგლებში, სულ რაღაც 150 ლარი ეღირება. ასევე, შეძლებთ თქვენთვის, ან ძვირფასი ადამიანისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად სცენოგრაფისა და მხატვრის, ირინა შტენბერგის სულ ერთ-ცალად დარჩენილი გრაფიკის შეძენას.

აქვე ნახავთ ქეთევან დავლიანიძის ულამაზეს ზამთრის პეიზაჟებს. „გალერეა ვერეს“ გამოფენა მიშა შენგელიას და ავთო მოსიაშვილის უნიკალურ ტილოებს, გია გუგუშვილის მინიშნებით აბსტრაქციებს, თეონა პაიჭაძის ხელნაკეთ ბლოკნოტებს და კიდევ ბევრ სხვა საინტერესო ნამუშევარსაც გთავაზობთ.

ასევე, აქ დაგხვდებათ მინის ნაძვის ხის აქსესუარები, სპეციალურად თქვენთვის, „გალერეა ვერეში“ გაჩარჩოებული სარკეები და კიდევ ბევრი, ბევრი საინტერესო სახელოვნებო სახელი. და ეს ყველაფერი სადღესასწაულო ფასებში, რომ გაგიიოლდეთ საახალწლო სასაჩუქრე მარათონი, თქვენთვის თუ თქვენი ძვირფასი ადამიანებისთვის.

R