ავტორი:

"რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება განახორციელა, და ახლა კიდევ უფრო მეტს ითხოვს - დათმობა აღარ იქნება!" - ლინას ლინკევიჩუსი

"რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება განახორციელა, და ახლა კიდევ უფრო მეტს ითხოვს - დათმობა აღარ იქნება!" - ლინას ლინკევიჩუსი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის „მაპის“ მინიჭებაზე უარის თქმას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება და ყირიმის მიტაცება მოჰყვა, ახლა კი რუსეთი კიდევ მეტს ითხოვს.

„2008 წლის ბუქარესტის ნატო-ს სამიტზე ვერ შევძელით, დაგვერწმუნებინა მოკავშირეები, მიენიჭებინათ „მაპი“ უკრაინისა და საქართველოსთვის. ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ეს გამოიწვევდა რუსეთის პროვოცირებას. მისი პროვოცირება პირიქით მოხდა - რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება განახორციელა, მიიტაცა ყირიმი და ახლა კიდევ უფრო მეტს ითხოვს. დათმობა აღარ იქნება!"- წერს ლინას ლინკევიჩუსი „ტვიტერზე“.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ამ კომენტარით ეხმაურება მოთხოვნას, რომელიც რუსეთის მთავრობამ ნატო-ს წაუყენა და რომლის თანახმადაც, ალიანსმა უნდა გააუქმოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.