ავტორი:

"შერიგების "სამხრეთ აფრიკული მოდელის" განხორციელებას ნელსონ მანდელა სჭირდება ხელისუფლებაში და არა ივანიშვილი და ღარიბაშვილი" - გია ხუხაშვილი

"შერიგების "სამხრეთ აფრიკული მოდელის" განხორციელებას ნელსონ მანდელა სჭირდება ხელისუფლებაში და არა ივანიშვილი და ღარიბაშვილი" - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ როცა სააკაშვილი შერიგების (კოჰაბიტაციის) სამხრეთ აფრიკულ მოდელზე საუბრობს, უნდა ახსოვდეს, რომ ასეთი მოდელის განხორციელებას "ნელსონ მანდელა სჭირდება ხელისუფლებაში და არა ივანიშვილი და მითუმეტეს, ღარიბაშვილი."

"აქ მხოლოდ პიროვნულ მასშტაბზე არ ვსაუბრობ. მანდელა თვითონ იყო სისტემის მიერ წამებული, ბიძინას და იკასგან განსხვავებით. პატიება კი მხოლოდ დაზარალებულს შეუძლია და არა საშოვარზე გამოსულ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველ სუბიექტს”, - წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქში.

  • საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მხარს უჭერს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაჟღერებულ წინადადებას სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე.

"ჩემი ხედვით, საუკეთესო ფორმატი ამ მხრივ ე.წ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოდელია, სადაც შეიქმნა სამართლის და შერიგების კომისია. თუმცა, ამ ფორმატში ერთი მხარე გისოსებიდან და პროკურორების თანდასწრებით კი არ საუბრობს, არამედ საჭიროა ყველანი მივუსხდეთ მრგვალ მაგიდას და ერთად ვისაუბროთ წარსულზე და, რაც მთავარია, ჩვენი სამშობლოს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ მომავალზე და ჩვენი ხალხის ღირსეულ და უსაფრთხო ცხოვრების პირობებზე“, - წერს სააკაშვილი.