ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარში მამაკაცმა ოთხი ადამიანი დაჭრა, მათ შორის ყოფილი მეუღლე და 8 თვის ბავშვი. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.
დაჭრის ფაქტზე პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.