ავტორი:

"ბიუჯეტის თანხით ჩამოსულები არიან და ღრეობენ" - ხმაური წინანდალში, სადაც "ქართული ოცნების“ წევრები შეხვედრას მართავენ

"ბიუჯეტის თანხით ჩამოსულები არიან და ღრეობენ" - ხმაური წინანდალში, სადაც "ქართული ოცნების“ წევრები შეხვედრას მართავენ

წინანდალში, სასტუმრო "რედისონ ქოლექშენთან“, სადაც "ქართული ოცნების“ წევრები შეხვედრას მართავენ, ხმაური იყო.

სასტუმროსთან მოძრაობა "სართველოსთვის“ აქტივისტები არიან შეკრებილები და მმართველი გუნდის შეკრებას აპროტესტებენ.

"ბიუჯეტის თანხით ჩამოსულები არიან და ღრეობენ, სასტუმროში ერთ ღამეში 670 ლარს იხდიან და ჭამა-სმაში იხდიან 153 000 ლარს "ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები.

უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრებენ ადამიანები. მილიონობით ლარს ხარჯავენ თავიანთ დროს ტარებაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ეს ადამიანები უთვლიან მიხეილ სააკაშვილს რამდენი "რედბული“ დაალევინა ჰილარი კლინტონს და ჯო ბაიდენს. სამარცხვინოები არიან“, - აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი.