წუხელ ახალქალაქის სოფელ სამსაში მამაკაცმა ოჯახის 4 წევრი დაჭრა, მათ შორის, ყოფილი ცოლი და 10 თვის ჩვილი.
ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახში საღამოს საათებში მივიდა. მათივე ცნობით, ორი წლის წინ მას ყოფილმა სიმამრმა ცოლზე ძალადობის ბრალდებით უჩივლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის დააკავეს. მამაკაცმა საპატიმრო 5 დღის წინ დატოვა.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან ბრალდებული აგრესიული იყო ყოფილი სიდედრისა და სიმამრის მიმართ და მათ მიაყენა ჭრილობები. გარდა ამისა, დაჭრილია მისი ყოფილი ცოლი და 10 თვის ჩვილი.
დაჭრილები ჯერ ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ ორი მათგანი, რომელთა მდგომარეობაც მძიმე იყო, თბილისში, ალადაშვილის კლინიკაში.
"არ ვიცი რა მოხდა და რატომ ჩაიდინა ეს. მხარში, სახეში და ფეხში ჩამარტყა დანა. ჩემი სიძეა, არ ვიცი რატომ ჩაიდინა ეს“, - ამბობს მამაკაცის ყოფილი სიამამრი.
თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.