ავტორი:

არის თუ არა დარღვევა ფსიქოტროპული წამლების დოზირებაში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საქმეში - რას ამბობს ფსიქიატრი

არის თუ არა დარღვევა ფსიქოტროპული წამლების დოზირებაში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საქმეში - რას ამბობს ფსიქიატრი

ექიმი ფსიქიატრის მარინე კურატაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღება თერაპიულ დოზებს არ სცილდება, რაც ნიშნავს, რომ დოზებთან მიმართებაში არანაირი დარღვევა არ ფიქსირდება.

როგორც კურატაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად, ფსიქოთერაპიული დახმარებაც სჭირდება. "კეტილეფტი“ მას გაზრდილი დოზით არ მიუღია, "ქსანაქსს“ იღებს. "ქსანაქსი“ მას უცხოელი ექიმის მიერ დიდი ხნით ადრე ჰქონდა დანიშნული.

ფსიქოტროპული წამლები უნდა დაინიშნოს დიაგნოზის შესაბამისად. იწყება მინიმალური თერაპიული დოზით და შედეგების მიხედვით შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ თერაპიულ დოზამდე. ამ მხრივ დოზირებაში არანაირი დარღვევა არ არის. რაც ვნახეთ თერაპიულ დოზირებას არ სცილდება.

გარკვეული პრობლემები მიხეილ სააკაშვილს აქვს და როგორც მედიკამენტოზური ასევე ფსიქოთერაპიული დახმარება სჭირდება“, - განაცხადა ექიმმა.