ავტორი:

"როდესაც თქვენ იღებთ "ბუსტერს“, ის ზრდის დაცვას მაღალ დონეზე და კარგად მოქმედებს "ომიკრონის“ წინააღმდეგ“ - ენტონი ფაუჩი

"როდესაც თქვენ იღებთ "ბუსტერს“, ის ზრდის დაცვას მაღალ დონეზე და კარგად მოქმედებს "ომიკრონის“ წინააღმდეგ“ - ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის "ბუსტერ“ დოზის მიღებისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი თქმით, როგორც ჩანს, კორონავირუსის "ომიკრონ“ ვარიანტს "ფაიზერისა“ და "მოდერნას“ ორი საწყისი დოზისგან გამოწვეული დაცვის თავიდან არიდება შეუძლია.

"წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ როდესაც თქვენ იღებთ "ბუსტერს“, ის ზრდის დაცვას საკმარისად მაღალ დონეზე და კარგად მოქმედებს "ომიკრონის“ წინააღმდეგ“, - აღნიშნა ფაუჩიმ.

მისი თქმით, ვაქცინის დამატებითი დოზა "ომიკრონისგან“ "ოპტიმალურ" დაცვას უზრუნველყოფს.

"კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ მოვუწოდოთ ადამიანებს, რომლებიც არ არიან აცრილები, რომ აიცრან. მათ კი, ვინც აცრილები არიან, მიიღონ "ბუსტერ“ დოზა, რადგან თუ გსურთ იყოთ ოპტიმალურად დაცული, ნამდვილად უნდა მიიღოთ "ბუსტერი“, - აღნიშნა ფაუჩიმ.

შეგახსენებთ, კომპანიებმა, Pfizer-მა და BioNTech-მა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ მათი ვაქცინის სამი დოზა "ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია. სამხრეთ აფრიკამ "ომიკრონ“ ვარიანტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია 24 ნოემბერს გაავრცელა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 9 დეკემბრის მონაცემებით "ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 63 ქვეყანაშია გამოვლენილი