ავტორი:

ბათუმის მერის კაბინეტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და არჩილ ჩიქოვანი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ბათუმის მერის კაბინეტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და არჩილ ჩიქოვანი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ბათუმის მერიაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, მათ ბათუმის მერთან შეკითხვები ჰქონდათ მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით. რეზო ხარაზის მტკიცებით, აუდიტის დასკვნის მიხედვით, 119 მშენებარე ობიექტიდან 49 უკანონოდ მიმდინარეობს.

"ახლახანს, რამდენიმე დღის წინ მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ობიექტზე იარაღით მივიდა, თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი თანამშრომლები იარაღით უნდა დადიოდნენ? მოახდინეთ რეაგირება, შეუჩერეთ უფლებამოსილება ცოტა ხნით მაინც. აგვიხსენით ასევე, რატომ შენდება უნებართვოდ ლეონიძის ქუჩაზე ე.წ. ჩინური კვარტალი", - განუცხადა რეზო ხარაზმა ბათუმის მერს არჩილ ჩიქოვანს.

სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის კაბინეტში მოხდა, სადაც მერმა ოპოზიციის წევრებს განუცხადა, რომკონკრეტულშემთხვევასთანდაკავშირებითსამართლებრივიღონისძიებებიმიმდინარეობს.

"ყველა ფაქტთან დაკავშირებით მერიის კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარეობს სამართლებრივი ღონისძიებები, კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა ერთ-ერთ ობიექტზე შესულ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს იქ მომუშავეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად გამოძიების შედეგების შესაბამისად გატარდება ღონისძიებები, არ არის საჭირო ეს მასკარადი", - განაცხადა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.

ბათუმის მერმა დაპირისპირებიდან მალევე თავისი კაბინეტი დატოვა, ხოლო ოპოზიციის წევრები კაბინეტიდან სამართალდამცავებმა გაიყვანეს.