ავტორი:

"დამიკავშირდა გია ლორთქიფანიძე და მთხოვა შეხვედრა... მკითხა, შემეძლო თუ არა ჩემი სატვირთოთი საქართველოში ჩამეყვანა მიხეილ სააკაშვილი" - რას ჰყვება ჩვენებაში მძღოლი, რომელმაც სააკაშვილი შემოაპარა?

"დამიკავშირდა გია ლორთქიფანიძე და მთხოვა შეხვედრა... მკითხა, შემეძლო თუ არა ჩემი სატვირთოთი საქართველოში ჩამეყვანა მიხეილ სააკაშვილი" - რას ჰყვება ჩვენებაში მძღოლი, რომელმაც სააკაშვილი შემოაპარა?

პროკურატურამ წინა ხელისუფლების შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, მას მიხეილ სააკაშვილის საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებას ედავება. საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, სწორედ ლორთქიფანიძემ შეიმუშავა გეგმა და მარშრუტი, თუ როგორ შემოსულიყო ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტი. პროკურორის თქმით, გიორგი ლორთქიფანიძე 2021 წლის აპრილში ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას შეხვდა და გარკვეული დახმარების სანაცვლოდ დაიყოლია, რომ მისი კუთვნილი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაეყვანა. პროკურორმა ისიც განმარტა, რომ ლორთქიფანიძე კიდევ ერთ საქმეზეა ბრალდებული - მას ედავებიან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას 26 მაისის გახმაურებულ საქმეზე. ლორთქიფანიძეს სხვა ბრალდებულებთან ერთად დაუსწრებლად ასამართლებენ, რადგან ის წლებია უკრაინაში ცხოვრობს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ლორთქიფანიძის წინააღმდეგ მტკიცებულებები პროკურატურას აქვს და უკვე გასაჯაროვდა კიდეც საუბრის აუდიოჩანაწერები - უკრაინაში მყოფი გია ლორთქიფანიძე ქართველ მძღოლს კოდური სიტყვებით ესაუბრება. ხმოვანი შეტყობინება, სავარაუდოდ ელგუჯა ცომაიას, ტელეფონიდან ამოიღეს. ლორთქიფანიძე ცომაიასთან ნაცნობობას არ უარყოფს, თუმცა გამორიცხავს დანაშაულთან კავშირს. მისი ადვოკატები ელგუჯა ცომაიას მამხილებელ ჩვენებას მისთვის საპროცესო შეთანხმების დაპირებით ხსნიან, პროკურატურის მტკიცებით კი ლორთქიფანიძე ელგუჯა ცომაიას მითითებებს აძლევს... სავარაუდოდ, ერთ-ერთი მტკიცებულება ლორთქიფანიძის წინააღმდეგ იქნება ცომაიას ჩვენება. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ სააკაშვილის ადვოკატებმა, რომლებიც ასევე იცავდნენ ამ საქმეზე ბრალდებულ ელგუჯა ცომაიასა და მამა-შვილ წოწორიებს, ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ მათ აღარ დაიცავენ. ამჟამად ცომაიას ინტერესებს ადვოკატი რაულ გამისონია იცავს, მაგრამ ის ჯერჯერობით საქმის დეტალებზე არ საუბრობს.

"კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოიპოვა ელგუჯა ცომაიას ჩვენებები (სტილი დაცულია):

ჩვენების პირველ ნაწილში ცომაია ჰყვება, თუ როგორ გაიცნო გია ლორთქიფანიძე - ცომაიას თქმით, თავის დროზე ლორთქიფანიძეს დახმარება სთხოვა უკრაინაში დაკავებული ცოლისძმის გათავისუფლებასა და მევალეებისგან ფულის ამოღებაში, რომლებიც ასევე უკრაინაში იმყოფებოდნენ.

"...2021 წლის აპრილში, როდესაც ვიყავი კიევში, "ვოთსაფის" მეშვეობით დამიკავშირდა გია ლორთქიფანიძე და მთხოვა შეხვედრა. შევხვდი იმავე დღესვე სავაჭრო ბაზაში... მკითხა, შემეძლო თუ არა ჩემი სატვირთოთი საქართველოში ჩამეყვანა მიხეილ სააკაშვილი. დავეთანხმე. ამ საუბრის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში. შემდეგ კიდევ ერთხელ მომიწია უკრაინაში ჩასვლამ, თუმცა მაშინ გია არ მინახავს... აგვისტოში გარდამეცვალა მეუღლე... ჩემი მეუღლის 40-ის შემდეგ "ვოთსაფით" დამიკავშირდა გია ლორთქიფანიძე და მითხრა, პირველივე გემს გავყოლოდი უკრაინაში ჩემი სატვირთო ავტომობილით, რათა მიხეილ სააკაშვილი წამეყვანა საქართველოში. გააგრძელეთ კითხვა