12 წლის მოზარდი, რომელიც ძმამ პნევმატური (კისტის) თოფით შემთხვევით დაჭრა, გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას იაშვილის კლინიკაში ადასტურებენ.
უბედური შემთხვევა 1-ლ ნოემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. 12 წლის გოგონა13 წლის ძმამ პნევმატური იარაღიდან შემთხვევითი გასროლით, თავის არეში დაჭრა. არასრულწლოვანი, თავდაპირველად, გურჯაანში, “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში სამქულიანი კომით შეიყვანეს, 2 საათის შემდეგ კი, მდგომარეობის სიმძიმის გამო, კატასტროფის ბრიგადამ მოზარდი თბილისში გადაიყვანა. გოგონა იაშვილის სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.