ავტორი:

"რაც არ უნდა განსხვავებული იყოს პოლიტიკური პოზიცია, მიხეილ სააკაშვილის უფლებებისთვის ბრძოლა მნიშვნელოვანია" - ელენე ხოშტარია

"რაც არ უნდა განსხვავებული იყოს პოლიტიკური პოზიცია, მიხეილ სააკაშვილის უფლებებისთვის ბრძოლა მნიშვნელოვანია" - ელენე ხოშტარია

"ვფიქრობ, აქციები, პროტესტი, დაუმორჩილებლობაც ამ ბრძოლის მნიშვნელოვანი ელემენტია იმიტომ, რომ ფაქტია, ადამიანის უფლებები ირღვევა" - ასე შეაფასა პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ 21 დეკემბერს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეუერთდება თუ არა "დროა" საპროტესტო აქციას, ჯერ ამ თემაზე პარტიაში კონსულტაციები არ ჰქონია.

"დღეს ჩვენ ექიმებსაც ვუსმინეთ და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გარკვეულ ქმედებებს მოითხოვს. მიმაჩნია, რომ რაც არ უნდა განსხვავებული იყოს პოლიტიკური პოზიცია, მისი უფლებებისთვის ბრძოლა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქციაში შესაძლო მონაწილეობაზე ჯერ პარტიაში კონსულტაცია არ მქონია, თუმცა, ზოგადად მიმაჩნია, რომ საპროტესტო აქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ამ ბრძოლაში",-განაცხადა ხოშტარიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას 21 დეკემბერს გამართავს.

პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას ინფორმაციით, აქცია - "თავისუფლება მიშას" თბილისში, რუსთაველის გამზირზე 18:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.