საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ნინოწმინდასთან ცოტახნის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი "ფორდ ტრანზიტისა" და ტრაილერის ტიპის მანქანები შეეჯახა. შედეგად ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.