რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეულ "მწუხარებაზე" ისაუბრა და აღნიშნა, რომ 90-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, თავს ტაქსის მძღოლად მუშაობით ირჩენდა.ამის შესახებ პუტინმა დოკუმენტურ ფილმში სახელად - "რუსეთი - უახლესი ისტორია", ისაუბრა.
მისი თქმით, ეკონომიკურმა პრობლემებმა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო, ბევრი რუსი აიძულა ფულის შოვნის ახალი გზები ეპოვა.
"ხანდახან მიწევდა, რომ დამატებით ფული გამომემუშავებინა. ვგულისხმობ, მანქანით თანხის გამომუშავებას, როგორც კერძო მძღოლი. არასასიამოვნოა ამაზე საუბარი, თუმცა სამწუხაროდ ასეთი რამ იყო", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ის 90-იან წლებში ტაქსის მძღოლად მუშაობდა.
ამასთან, საბჭოთა კავშირის დაშლას პუტინმა ისტორიული რუსეთის დაშლა უწოდა.
"ეს იყო ისტორიული რუსეთის დაშლა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა“, - ამბობს პუტინი და თქვა, რომ "ეს ნამდვილი ტრაგედია იყო"