ავტორი:

"მოსკოვში გამართულ 3+3 ფორმატის შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც მიუღებელია ჩვენთვის" - საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

"მოსკოვში გამართულ 3+3 ფორმატის შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც მიუღებელია ჩვენთვის" - საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

10 დეკემბერს, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის, - ამის შესახებ კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციის დირექტორატი ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ კომენტარშია აღნიშნული, საქართველომ არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია და 3+3 ფორმატში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

"ქართულმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი მკაფიო პოზიცია 3+3 რეგიონულ ფორმატთან დაკავშირებით, რომ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას. 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის და რაზეც გვქონდა შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება“, - აღნიშნულია განცხადებაში.