კომპანიების, Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი ჟურნალმა TIME-მა წლის ადამიანად დაასახელა. გამოცემა, რომელიც ყოველ წელს ავლენს წლის ადამიანს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს.
ილონ მასკისადმი მიძღვნილ სტატიაში აღნიშნულია, რომ ილონი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი და შესაძლოა, ძალიან ცოტა ადამიანს ჰქონდეს მასზე უფრო მეტი გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე, გარემოზე და სიცოცხლეზეც კი.
TIME აღნიშნავს, რომ ილონ მასკი საზოგადოებისთვის ბევრი თვალსაზრისითაა სამაგალითო.
მიმდინარე წელს მან SpaceX-სთან ერთად დედამიწის ორბიტაზე პირველი მისია გაუშვა, რომლის შემადგენლობაშიც ტურისტები იყვნენ.
“მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ყაყიდა ქონების დიდი ნაწილი, მდიდრული სახლი, მართავს მანქანას, რომელიც თვითონ შექმნა, რომელსაც არ სჭირდება საწვავი“, - წერს გამოცემა.
სტატიაში ასევე აღნიშნულია ბიზნესმენისა და გამომგონებლის უდიდესი გავლენის შესახებ საფონდო ბირჟაზე და აქციების ფასზე და ნათქვამია, რომ საფონდო ბირჟაზე გავლენის მოხდენა მას "ტვიტერზე" გამოქვეყნებული მხოლოდ ერთი წინადადებითაც კი შეუძლია.