"კარგი ინიციატივაა, ძალიან მომწონს", - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია მეუფე იაკობის ინიციატივას, რომ პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ეკლესიაში გაიმართოს.
როგორც გიული ალასანია აღნიშნავს, საპატრიარქოს მაღალი რეიტინგი, საზოგადოების ნდობა აქვს.
“კარგი ინიციატივაა, ძალიან მომწონს. მოგეხსენებათ, საპატრიარქოს მაღალი რეიტინგი, საზოგადოების ნდობა აქვს. საპატრიარქო აქტიურად თუ ჩაერთვება ამ პროცესში მე ვფიქრობ, რომ წარმატებული იქნება“, - აცხადებს გიული ალასანია.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მხარს უჭერს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაჟღერებულ წინადადებას სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა მეუფე იაკობი, რომელმაც განაცხადა, რომ შეხვედრა ეკლესიაში უნდა შედგეს.