ავტორი:

სასაჩუქრე ყუთი-სიურპრიზი მათთვის, ვისაც უყვარს კითხვა - რა დევს „ლიტბოქსში?“

სასაჩუქრე ყუთი-სიურპრიზი მათთვის, ვისაც უყვარს კითხვა - რა დევს „ლიტბოქსში?“

მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც, ძალიან პოპულარული გახდა GifT Box-ების გამოწერის სერვისი, ლიტერატურული სასაჩუქრე ყუთი სასიამოვნო სიახლეა ქართველი მომხმარებლებისთვის.

„ლიტბოქსი“ ლიტერატურული ყუთია, რომლის გამოწერის შემთხვევაშიც, თვეში ერთხელ მიიღებთ ორ წიგნს და საჩუქარს. ყუთის შიგთავსს თითოეული გამომწერისთვის, წიგნის „მრჩეველები“ აარჩევენ, რომლებიც ლიტერატურული წრეების ცნობილი წარმომადგენლები და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები არიან.

litbox.ge-ს საიტზე დარეგისტრირების შემდეგ, ირჩევთ სასურველ ჟანრს, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ რამდენიმე ქვეჟანრად იყოფა. შეგიძლია აირჩიოთ მხატვრული, შემეცნებითი, საბავშვო, ან სერიული ხასიათის წიგნები, რომ ყუთის შიგთავსი მაქსიმალურად მოერგოს თქვენს ინტერესებს. ერთი „ლიტბოქსის“ ღირებულება 20 ლარია და მისი გამოწერა სასურველი ვადითაა შესაძლებელი.

„ლიტბოქსი“ თვის 30 რიცხვამდე უნდა გამოიწეროთ, რომ ამანათი მითითებულ მისამართზე, მომდევნო თვის 7-10 რიცხვში მიიღოთ. როდესაც გააფორმებთ გამოწერას, „ლიტბოქსს“ ყოველთვიურად მიიღებთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პირველი ყუთის მიღების შემდგომ მიმდინარე თვის 30 რიცხვამდე გააუქმებთ გამოწერას, შემდეგი თვის „ლიტბოქსს“ აღარ მიიღებთ.

„ლიტბოქსის“ საბავშვო ხაზი, თავის მხრივ, კიდევ იყოფა ასაკობრივ კატეგორიებად. შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ასაკი და გამოიწეროთ საბავშვო ბოქსი თქვენი პატარასთვის, რომლის დახმარებითაც, აუცილებლად შეაყვარებთ მას კითხვას.

მოლოდინის და სიურპრიზის სასიამოვნო განცდის გარდა, „ლიტბოქსი“ ძალიან კარგი საჩუქარიცაა. ის შეგიძლიათ აჩუქოთ მეგობარს, ან ოჯახის წევრს. თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალი წელი ახლოვდება, აღარ მოგიწევთ ორიგინალური საჩუქრის არჩევაზე ბევრი ფიქრი.

„ლიტბოქსის“ გამოწერით, თქვენ შეძლებთ ბიუჯეტურად შეავსოთ თქვენი ოჯახის ბიბლიოთეკას ახალი და საინტერესო წიგნებით. 20 ლარად თქვენ ორი წიგნის გარდა (რომელთა რეალური ფასი წიგნის მაღაზიაში გაცილებით მეტია) მიიღებთ საჩუქრებსაც.

„ლიტბოქსის“ გამოწერა საიტზე უკვე შესაძლებელია! შეავსეთ განაცხადი, გახდით გამომწერი და გადაეშვით ლიტერატურის ჯადოსნურ თავგადასავალში!

გადაცემა „დილის პალიტრას“ სტუმარი - „ლიტბოქსის“ დამფუძნებელი თამუნა როსტიაშვილი დაწვრილებით საუბრობს ახალი პროექტის შესახებ.

იხილეთ ვიდეო