ავტორი:

ელისაბედ კიკნაძე - ახალგაზრდა მოცეკვავე და ახალგაზრდა მასწავლებელი

ელისაბედ კიკნაძე - ახალგაზრდა მოცეკვავე და ახალგაზრდა მასწავლებელი

ახალგაზრდა მოცეკვავე, ელისაბედ კიკნაძე სამომავლოდ საკუთარი სტუდიის გახსნაზე ოცნებობს და გვჯერა, ამას აუცილებლად გააკეთებს კიდეც, თუმცა მანამდე გადაწყვიტა, მასწავლებლობის გამოცდილება დააგროვოს და თან, ერთი კეთილი საქმეც გააკეთოს - სანამ საკუთარი სივრცე ექნება, მანამდე ელისაბედი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განკუთვნილ დღის ცენტრში პატარებს ცეკვას ასწავლის. გარდა ამისა, ის ურთიერთობს ბავშვებთან, რომლებიც ახალგაზრდა მასწავლებელს საკუთარ ოცნებებს უზიარებენ. ჰოდა, ელისაბედმაც გადაწყვიტა, ბავშვებს უფრო მეტად დაეხმაროს და ამ პროცესში საზოგადოებას სთხოვსოს ჩართულობა.

ამ ყველაფერზე ვრცლად ქვემოთ მოგიყვებით. არც იმაზე საუბრით შეგაწყენთ თავს, თუ ვინ არის ელისაბედი. ჩვენი მკითხველი მას უკვე ძალიან კარგად იცნობს. ელისაბედი ბოლო დროს სოციალურ ქსელში განსაკუთრებით გააქტიურდა. ამ სიახლეების შესახებაც საზოგადოებას სწორედ სოციალურ ქსელში, ვიდეობლოგის მეშვეობით აცნობა.

-ელისაბედ , როგორც ვიცით, თქვენთან სიახლეებია: დაიწყეთ ვიდეობის ჩაწერა, გვიყვებით თქვენს შესახებ. რატომ გადაწყვიტეთ ამის გაკეთება და როგორია გამოხმაურება?

-დიახ, რამდენიმე ვიდეო უკვე დევს ჩემს გვერდზე. ამ ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა ჩემი სოციალური ქსელები, ჩემთვის უცნობ ბევრ ადამიანს გაუჩნდა ინტერესი ჩემდამი და ჩემი საქმიანობის მიმართ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, დამემყარებინა უშუალო კონტაქტი ჩემი სოციალური ქსელის მეგობრებთან. თავიდან ძალიან ვღელავდი, რადგან ახალი იყო. ნელ-ნელა ვხვდები,რომ გადაღების პროცესი სიამოვნებას მანიჭებს.

ასეთ აქტიურობას კი ნამდვილად არ მოველოდი. ბევრი შეტყობინება და ზარი შემომდიოდა, რაც ძალიან სასიხარულოა.

მინდა, სამომავლოდ ჩემი ყველა სიახლე თუ წამოწყება ვიდეოს საშუალებით გავუზიარო ჩემს მეგობრებს.

-ბოლო ვიდეოში, რომელიც საზოგადოებამ აიტაცა, მოგვიყევით ერთ-ერთი დღის ცენტრის შესახებ. თუ შეგიძლიათ, უფრო დაწვრილებით გვიამბოთ?

-დიახ, ეს არის სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განკუთვნილი დღის ცენტრი, სადაც ბავშვები ცხოვრობენ, სწავლობენ და დადიან სხვადასხვა წრეზე იმის მიხედვით, თუ ვის რისი ინტერესი აქვს.

მე ცეკვას ვასწავლი. ამის გარდა, მათთან ვურთიერთბ. ვიდეოშიც აღვნიშნე და მინდა, აქაც გავამახვილო ყურადღება იმ თბილ და მეგობრულ გარემოზე, სადაც ეს ბავშვები იზრდებიან.

-რამდენად რთული აღმოჩნდა თქვენთვის მასწავლებლის როლში ყოფნა ?

-ქორეოგრაფობა და მოცეკვავეობა ორი განსხვავებული პროფესიაა. მარტივი არცერთი არაა. მთავარია, მთელი არსებით გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. სანამ, ცეკვის მიმართულებით, საკუთრი სივრცის შექმნაზე დავიწყებდე მუშაობას, მანამდე მინდა, მივიღო ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება. ცნობილია, რომ ქორეოგრაფები ზედმეტი სიმკაცრით გამოირჩევიან. ამით შეურაცხყოფას არავის ვაყენებ - ყველა მათგანს საკუთარი მეთოდი აქვს. მე, რა თქმა უნდა, მომთხოვნი ვიქნები, მაგრამ მინდა, ჩემთან მოსვლა და ურთიერთობა უხაროდეთ. ასევე, ვფიქრობ, რომ ყველა ასაკის ბავშვს სწავლების განსხვავებული მიდგომა სჭირდება.

-რა სურვილები აქვთ ბავშვებს, რაზე ოცნებობენ?

-როდესაც მათ ოცნებებზე ვისმენ, ხშირად მახსენდება ჩემი ბავშვობა. მათ სურთ, გახდნენ მსახიობები, მოდელები... მახსენდება, როდესაც პროფესიაზე მეკითხებოდნენ, თუ რამდენად ბევრი რამ მინდოდა და მომწონდა. ძალიან მინდა, ბავშვებს საახალწლო სურვილები ავუსრულო და ვთხოვო ყველას, ვისაც სურვილი და საშუალება ექნება, შევუგროვოთ და მივუტანოთ სათამაშოები, საკვები და ტანსაცმელი.

-მოგვიყევით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ...

-პირველ რიგში, მინდოდა, საზოგადოებას ელისაბედი გაეცნო და შემდეგ გაცნობოდნენ ჩემს იდეებსა თუ წამოწყებებს.

ჩემი მიზანი საინტერესო და განსხვავებული სივრცის შექმნაა, რაც ჩემს საქმიანობასთან და ხელოვნებასთან იქნება კავშირში. ახლო მომავალში დავიწყებ ამაზე მუშაობას. საზოგადოების მხრიდან, უკვე გაკრვეული შეკითხვებიც არსებობს. მოლოდინიც რომ შესაბამისი იყოს, გეტყვით, რომ პირადად მე ცევას მხოლოდ გოგონებს შევასწავლი.

NS