ავტორი:

ლეონარდო დიკაპრიო ფილმში მერილ სტრიპის გაშიშვლებას ეწინააღმდეგებოდა: მითხრა, აუცილებელია ეს აჩვენოო? - კადრს მიღმა დარჩენილი უჩვეულო ამბავი

ლეონარდო დიკაპრიო ფილმში მერილ სტრიპის გაშიშვლებას ეწინააღმდეგებოდა: მითხრა,  აუცილებელია ეს აჩვენოო? - კადრს მიღმა დარჩენილი უჩვეულო ამბავი

ლეონარდო დიკაპრიოსა და მერილ სტრიპის მონაწილეობით კომედიური ჟანრის ფილმი, Don’t look up კინოთეატრებში 24 დეკემბერს გამოვა. უნიჭიერესი მსახიობებით დატვირთული ფილმის რეჟისორის, ადამ მაკეის თქმით, დიკაპრიო მერილ სტრიპის შიშველი სცენის გადაღების წინააღმდეგი იყო. მისი აზრით, 72 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი, ზედმეტად პატივსაცემი მსახიობია იმისთვის, რომ კამერის წინ გაეშიშვლებინათ.

ფილმში სამგზის ოსკაროსანი მერილ სტრიპი პრეზიდენტ ჯენი ორლეანის როლს თამაშობს და ერთ-ერთ სცენაში ის შიშველია, თუმცა უკანა ხედითაა გადაღებული.

დიკაპრიო ამ სცენის გადაღებას ეწინააღმდეგებოდა. თავად რეჟისორმა Guardian-თან ინტერვიუში მერილი "უშიშარ“ ადამიანად დაახასიათა.

"ლეოსთვის მერილ სტრიპი კინოს სამყაროში ყველაზე დიდებული ადამიანია. მისთვის ის კინოს ისტორიაში განსაკუთრებულ ფიგურას წარმოადგენს.“ - ამბობს ადამ მაკეი.

მაკკეი ინტერვიუში ასევე აღნიშნავს, რომ "ლეოს არ მოეწონა სტრიპის უკანა ტანზე ტატუთი ხილვა. მან მსგავსი რაღაც მითხრა: "აუცილებელია, რომ ეს აჩვენო ფილმში?“ მე კი ვუპასუხე: "ეს პრეზიდენტი ორლეანია და არა მერილ სტრიპი.“

დიკაპრიო ათწლეულებია მერილ სტრიპს იცნობს. პირველად ისინი 1996 წლის ფილმ "მარვინის ოთახის“ გადაღებებზე შეხვდნენ, სადაც მერილი დიკაპრიოს პერსონაჟის დედის როლს ასრულებდა.

კადრი „მარვინის ოთახიდან"

დიკაპრიო „E!“-ს წინა კვირას იმაშიც გამოუტყდა, რომ გადასაღებ მოედანზე მერილ სტრიპთან ერთად ყოფნისას, მთელი სამსახიობო შემადგენლობა ნერვიულობდა: "შანსი მოგვეცა, რომ მსოფლიოში საუკეთესო მსახიობთან ერთად გვემუშავა. ყველა თითის წვერებზე ვიყავით და ვცდილობდით, მისთვის ფეხი აგვეწყო,“ - ყვება დიკაპრიო.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა