ავტორი:

"ამ ბიჭმა მსოფლიოს ჩააცვა საქართველო" - დემნა გვასალიამ ჯასტინ ბიბერი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშის ფერებში შემოსა  (ფოტოები)

"ამ ბიჭმა მსოფლიოს ჩააცვა საქართველო" - დემნა გვასალიამ ჯასტინ ბიბერი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშის ფერებში შემოსა  (ფოტოები)

პოპვარსკვლავმა ჯასტინ ბიბერმა, საკონცერტო ტურნეს ფარგლებში, კონცერტი საუდის არაბეთში გამართა. ბიბერი, რომელიც პოპულარული და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფრანგული ბრენდის, "ბალენსიაგას“ სახეა, მსმენელის წინაშე ამავე ბრენდის სამოსით წარსდგა.

როგორც ჩანს, "ბალენსიაგას“ ქართველი კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიასთვის, ჯასტინის სამოსზე მუშაობისას შთაგონების წყარო საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამფეროვანი დროშა იყო.

სოციალური ქსელების ქართველმა მომხმარებლებმა აღნიშნულ სამოსსა და საქართველოს დროშას შორის პარალელები გაავლეს და არაერთი პოსტი, თუ კომენტარიც დაწერეს.

როგორც ფოტოზე ხედავთ, სცენაზე ჯასტინ ბიბერი წითელ, თეთრ და შავ ფერებში იყო გამოწყობილი.

"ბრავო დემნას. რა საამაყოა, როცა ქართველი ადამიანის ნიჭიერება საზღვრებს სცდება, თან ამ დონეს აღწევს.. გაეხარებინოს ახალ-ახალი მიღწევებით ჩვენი ქვეყანა..."

"მგონი, ერთადერთია დემნა ვინც საქართველოს შესახებ ისტორიას ამცნობს მსოფლიოს, ტირილის, მოთქმა და გოდების გარეშე. ვაფასებ საოცარი ნიჭის პატრონია და თანამედროვეობასთან ერთად ინდივიდულიზმი არ დაუკარგავს.აქვს თავისი ნიშა."

"ამ ბიჭმა მსოფლიოს ჩააცვა საქართველო", - წერენ "ფეისბუქში."

ცნობისთვის, კონცერტი 6 დეკემბრს გაიმართა.