ავტორი:

აჭარაში გიდებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს

აჭარაში გიდებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გიდებსა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს ლექციები უტარდებათ. ქართული ხალხური სიმღერები, მუსიკალური საკრავები, ეთნოგრაფია, ქართული ჩაი, ბათუმის განაშენიანება და არქიტექტურა, ასევე ქართული ორთაბრძოლის ხელოვნება, ქართული ცეკვები და ეროვნული სამოსი, ბათუმის ოკუპაციების ისტორია - იმ თემებს შორისაა, რომელზეც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ლექციები მიმდინარეობს. მოკლე სალექციო კურსის მიზანი რეგიონში მოქმედი გიდების ცოდნისა და მომსახურების ხარისხის ამაღლებაა.

მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული სექტორის 700-ზე მეტ პირს ჩაუტარა ტრენინგები, მასტერკლასები და ლექციები. სერვისის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებში საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები, ბარმენები, გიდები და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.