ამ წუთებში თბილისის რამდენიმე უბანში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.
"ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, უკვე დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის სამგორის რაიონში, სავარაუდოდ, "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.
უწყებაში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.