ავტორი:

განიხილება თუ არა ჯანდაცვის მინისტრის შემცვლელად არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

განიხილება თუ არა ჯანდაცვის მინისტრის შემცვლელად არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

"არ ვიცი" - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას, განიხილება თუ არა მის შემცვლელად არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციების პროცესში ჩართული არ არის.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქმიანობას "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა პრემიერთან შესაძლო უთანხმობას, ის ამ თემაზე არ საუბრობს.

ცნობისთვის, 9 დეკემბერს, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ წლის ბოლოს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას დატოვებს.