ავტორი:

"არ ვარ კლინიცისტი, შესაბამისად, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ" - ეკატერინე ტიკარაძე

"არ ვარ კლინიცისტი, შესაბამისად, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ" - ეკატერინე ტიკარაძე

"მე არ ვარ კლინიცისტი, შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობას ვერ შევაფასებ" - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა კომისიის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში არ უნდა დააბრუნონ და რომ ის ან უკეთეს სამკურნალო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ, ან დატოვონ იქ, სადაც ახლა არის, ტიკარაძემ უპასუხა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობის საკითხთან დაკავშირებით ექიმების რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.

"მე არ ვარ კლინიცისტი, შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, ექიმები ჩართულები არიან, რა თქმა უნდა, ჩვენ ექიმების რეკომენდაციას გავითვალისწინებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.