ავტორი:

"სააკაშვილმა მიმდინარე პოლიტიკაზე სერიოზული ზეგავლენის რესურსი ამოწურა... მისი "დრაივი“ თანდათან სუსტდება... " - იაგო კაჭკაჭიშვილი

"სააკაშვილმა მიმდინარე პოლიტიკაზე სერიოზული ზეგავლენის რესურსი ამოწურა... მისი "დრაივი“ თანდათან სუსტდება... " - იაგო კაჭკაჭიშვილი

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებსა და პრობლემებზე "ინტერპრესნიუსი“ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა

სოციოლოგის შეფასებით, ექსპრეზიდენტის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე სულ უფროსუსტდება. მისივე თქმით, სააკაშვილის ქმედებები არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ახალი რევოლუციური სიტუაცია შეექმნა.

"ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიმდინარე პოლიტიკაზე სერიოზული ზეგავლენის რესურსი ამოწურა. მისი „დრაივი“ თანდათან სუსტდება. სააკაშვილმა მისი პერსონის მნიშვნელოვანი რეაბილიტაცია მოახდინა ჯერ მისი არაორდინარული ჩამოსვლით, შემდეგ ციხეში ფაქტობრივად თავისი ფეხით შესვლით და მერე - შიმშილობით. თუმცა, ყველა ეს ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ "სააკაშვილის ფაქტორს“ ახალი რევოლუციური სიტუაცია შეექმნა და თუნდაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამოეწვია.

რევოლუციის მდინარეში ქართული საზოგადოება, სააკაშვილის ლიდერობით, მეორედ ვეღარ შევიდა. საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი სოლიდარული აღმოჩნდა სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლის მიმართ. ეს სოლიდარობა კიდევ უფრო გაამძაფრა მისმა შიმშილობამ და საპატიმროში დაბულინგებამ.

თუმცა, მეორე მხრივ, მოქალაქეების დიდი ნაწილი გულგრილი ან რეზისტენტულია გადაწყვეტილების მიმღებ აქტორად სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიმართ. არსებობს რისკი, რომ სააკაშვილის მიმართ ლოიალობა „ნაცმოძრაობის“ ორთოდოქსი ამომრჩევლების წრეში შენარჩუნდეს.

ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ ვერც იმის პერსპექტივას, რომ ციხეში მყოფი სააკაშვილის გავლენა გაიზარდოს პოლიტიკურ პროცესებზე და ვერც იმას, რომ მან პატიმრობას თავი ვადამდე დააღწიოს. თუმცა, იმასაც მივეჩვიეთ უკვე, რომ სადაც მიხეილ სააკაშვილია, იქ სიურპრიზებს ყოველთვის უნდა მოველოდეთ." - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

სრული ინტერვიუ