სკანდალური რეკლამა, რომელშიც ქალები ძროხებად წარმოაჩინეს - რძის პროდუქტების მწარმოებელი სამხრეთ კორეული კომპანია ბოდიშს იხდის

სკანდალური რეკლამა, რომელშიც  ქალები ძროხებად წარმოაჩინეს - რძის პროდუქტების მწარმოებელი სამხრეთ კორეული კომპანია ბოდიშს იხდის

სამხრეთ კორეის რძის პროდუქტების უდიდესი ბრენდი, იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა რეკლამის გამო, რომელშიც ქალები ძროხებად იყო ნაჩვენები.

"სეულის რძის“ გადაღებულ ვიდეოში ვხედავთ კაცს , რომელიც გაშლილ მინდორზე ქალებს კამერით ჩუმად უღებს, რომლებიც მოგვიანებით ძროხებად გადაიქცევიან.

მას შემდეგ, რაც რეკლამას ხალხის გაღიზიანება მოჰყვა, კომპანიამ ვიდეო 'იუთუბიდან“ აიღო, თუმცა ინტერნეტის მომხმარებლებმა ის ხელახლა ატვირთეს საიტზე და პოპულარულიც კი გახდა.

"გულწრფელ ბოდიშს ვუხდით ყველას, ვინც რძის რეკლამის გამო თავი არაკომფორტულად იგრძნო“, - წერს "სეულის რძის“ მშობელი კომპანია "Seoul Dairy Cooperative” ბოდიშის წერილში, რომელიც ონლაინ გამოქვეყნდა.

"სერიოზულად აღვიქვამთ ჩვენი ქმედებით გამოწვეულ აღშფოთებას და მომავალში მსგავსი ინციდენტებისგან თავს მაქსიმალურად დავიზღვევთ. ქედს ვიხრით მობოდიშების ნიშნად", - ვკითხულობთ კომპანიის წერილში.

რეკლამა იწყება კადრით, რომელშიც მამაკაცი ვიდეოკამერით სეირნობს სოფელში. მოგვიანებით, ის ხედავს ქალებს , რომლებიც წყაროს წყალს სვამენ და იოგათი არიან დაკავებული. კაცი ბუჩქებში იმალება და ჩუმად უღებს მათ, თუმცა ის შემთხვევით ტოტს აბიჯებს ფეხს და შემკრთალი ქალები უცებ ძროხებად იქცევიან.

რეკლამა მთავრდება სიტყვებით: "კამკამა წყალი, ორგანული საკვები, 100%-ით სუფთა "სეულის რძე'. ორგანული რძე ორგანული რანჩოდან ჩეონგიანგის სასიამოვნო ბუნებაში".

<iframe width="800" height="450" src="https://www.youtube.com/embed/9carAjKjT4I" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

რეკლამამ მასშტაბური დებატები გამოიწვია სექსიზმისა და გენდერული სენსიტიურობის საკითხებზე, მაგრამ კრიტიკა ქალების ძროხებად გამოსახვით არ შემოფარგლულა. ბევრი იყო შეშფოთებული იმის გამო, რომ მამაკაცი ფარულად უღებდა ქალთა ჯგუფს. სამხრეთ კორეაში მოხშირებულია მსგავსი ჯაშუშური კამერებით გადაღების ფაქტები და ბოლო რამდენიმე წელია, ეს ქალებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა