ავტორი:

"სამიზნე ვადამდელი არჩევნებია, მაგრამ ამის მისაღწევად საზოგადოების ის რაოდენობა, რომელიც მზადაა, პოლიტიკურ პროცესში ჩაერთოს, საკმარისი არ აღმოჩნდა" - გიგა ბოკერია

"სამიზნე ვადამდელი არჩევნებია, მაგრამ ამის მისაღწევად საზოგადოების ის რაოდენობა, რომელიც მზადაა, პოლიტიკურ პროცესში ჩაერთოს, საკმარისი არ აღმოჩნდა" - გიგა ბოკერია

"სამიზნე ვადამდელი არჩევნებია, მაგრამ ამის მისაღწევად საზოგადოების ის რაოდენობა, რომელიც მზადაა, პოლიტიკურ პროცესში ჩაერთოს, საკმარისი არ აღმოჩნდა, ამას გაფართოება სჭირდება - ილუზია, რომ ეს რეჟიმი სხვანაირად მოიქცევა, ვიდრე აქამდე იქცეოდა, არ გვაქვს"- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, რომელიმე კონკრეტული ადამიანის პოლიტიკური დევნის შეჩერებით პრობლემა არ მოგვარდება, ვიდრე "რეჟიმი თავის ბუნებას ინარჩუნებს“. ამასთან, ბოკერიას თქმით, ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ხედავს იმასთან დაკავშირებით, რომ ძალაუფლების მფლობელები მათკენ არსებით ნაბიჯებს გადადგამენ.

"პრობლემის ძირი რეჟიმის ბუნებაა, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე პოლიტიკურ დევნას ააქტიურებს ან ოდნავ აფერხებს, მაგრამ არსებითად არაფერი იცვლება - ეს ინსტრუმენტი ხელში უჭირავს, სწორედ ამიტომ არის, რომ ამ რეჟიმთან ბრძოლისას კომპლექსური მიდგომაა აუცილებელი. პოლიტიკური დევნა ამ რეჟიმის განუყოფელი ნაწილია. იმის ილუზია, რომ ამ კონკრეტულ დევნას გავაჩერებთ, რომელიმე კონკრეტულ ადამიანს არ დავაჭერინებთ და ეს გადაწყვეტს პრობლემას, მცდარია. არა იმიტომ, რომ რომელიმე ადამიანის ბედი უმნიშვნელოა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ივანიშვილის რეჟიმის თამაშს ვთამაშობთ, თუ იმაზე ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ეს კონკრეტული ამბავია მთავარი და ამით გადაწყდება.

სანამ რეჟიმი ისეთ ბუნებას ინარჩუნებს, რაც აქვს და სანამ მას აქვს ძალა, ამ რეჟიმის დამარცხებას საზოგადოების იმ შრის გაფართოება სჭირდება, რომელიც მის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროცესში ჩართვისთვის მზად იქნება“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.