ავტორი:

ხანძარი ჰონგ-კონგის 38 - სართულიან სავაჭრო ცენტრში და სახურავზე გამოკეტილი 300-ზე მეტი ადამიანი - მაშველები მათ დახმარებას ცდილობენ

ხანძარი ჰონგ-კონგის 38 - სართულიან სავაჭრო ცენტრში და სახურავზე გამოკეტილი 300-ზე მეტი ადამიანი - მაშველები მათ დახმარებას ცდილობენ

ჰონგ-კონგის 38 - სართულიანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაში ხანძრისას, 300-ზე მეტი ადამიანი სახურავზე აღმოჩნდა გამოკეტილი.

13 ადამიანი მალევე გადაიყვანეს ახლომდებარე კლინიკებში. დაშავებულების მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია. გარდაცვალების თაობაზე ჯერ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ხანძარი ელექტროგაყვანილობის ოთახში გაჩნდა და მოგვიანებით, შენობის სხვა ნაწილშიც გავრცელდა.

ქვედა სართულებიდან ხალხის გარეთ გამოყვანა მეხანძრეებმა მოახერხეს, მაგრამ ნაწილი მაინც სახურავზე დარჩა გამოკეტილი.

ხანძარი მე-3 დონედ შეფასდა (მე-5 დონე ყველაზე მძიმედ ითვლება).

ადგილობრივი დროით 15:06 საათისთვის, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხანძარი ლოკალიზებული იყო.

წყარო