ავტორი:

"ქვეყანას დამატებით 4-5 წელი დასჭირდება საგარეო ვალი 40%-იან ნიშნულზე რომ ჩამოვიდეს" - ლაშა ხუციშვილი

"ქვეყანას დამატებით 4-5 წელი დასჭირდება საგარეო ვალი 40%-იან ნიშნულზე რომ  ჩამოვიდეს" - ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქვეყანას დამატებით 4-5 წელი დასჭირდება იმისთვის, რომ მისი საგარეო ვალი 40%-იან ნიშნულზე ჩამოვიდეს.

ამის შესახებ მან პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას განიხილავენ.

მინისტრის განმარტებით, იგეგმება, რომ საგარეო ვალი 50%-იან ნიშნულს 2024 წლისთვის ჩამოსცდეს.

"მომდევნო წელს საგარეო ვალი 60%-დან, დაახლოებით, 51%-იან ნიშნულზე ჩამოვა, რაც არის მნიშვნელოვანი შემცირება. თუმცა, ჩვენ მომდევნო წლებშიც ძალიან მნიშვნელოვანი რესურსები გვჭირდება, მათ შორის დეფიციტური. ეს იქნება მცირე, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანი. გეგმა გვაქვს, რომ 2024 წლისთვის 50%-იან ნიშნულზე დაბლა უნდა ჩამოვიდეს საგარეო ვალი. ე.წ. უსაფრთხო ზონა, დაახლოებით, 40 ქვეყნისთვის არის 40%-იანი ნიშნული, რასაც, ალბათ, მომდევნო კიდევ დამატებით 4-5 წელი დასჭირდება, იმისთვის, რომ ქვეყანა ამ ნიშნულს დაუბრუნდეს,“-განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.