ავტორი:

რუსთავში „გორგიას“ ახალი ფილიალი იხსნება

რუსთავში „გორგიას“ ახალი ფილიალი იხსნება

16 დეკემბრიდან ქალაქ რუსთავის მოსახლეობა „გორგიას“ ახალ ფილიალში ჰიპერმარკეტის სრული პროდუქციის შეძენას, ასევე მუდმივი საჩუქრებითა და საინტერესო შეთავაზებებით სარგებლობას შეძლებს.

ეს „გორგიას“ რიგით მე-9 ფილიალია, რომელიც ამჯერად რუსთავში იხსნება. გახსნის ღონისძიებას რუსთავის მერის მოადგილე და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან.

როგორც „გორგიას“ წარმომადგენლები აცხადებენ, ბრენდი პანდემიით გამოწვეული სირთულეების პარალელურად განვითარებას არ წყვეტს.

„მოხარულები ვართ, რომ რთული ეკონომიკური და პანდემიური სიტუაციის მიუხედავად, მაინც ვაგრძელებთ გაფართოებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ფილიალების გახსნასა და ინვესტირებას. რუსთავის მოსახლეობა დიდი ხანი ელოდებოდა „გორგიას“ საკუთარ ქალაქში და სასიხარულოა, რომ ახალ წლამდე მათ უკვე შეეძლებათ ჩვენთან შეიძინონ სასურველი პროდუქცია. ახალი ფილიალის გახსნა რუსთავში ასევე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის, განსაკუთრებით პანდემიით გამოწვეული სირთულეების პარალელურად. ჩვენ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს და რუსთავის მოსახლეობას უამრავ საჭირო პროდუქტს შევთავაზებთ ერთ სივრცეში,“ - აცხადებენ „გორგიას“ წარმომადგენლები.

DIY ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ მომხმარებელს 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტს სთავაზობს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე „გორგიას“ ჰიპერმარკეტი საქართველოს 6 ქალაქში, აწ უკვე 9 ფილიალით არის წარმოდგენილი. ცოტა ხნის წინ „გორგიამ“ მომხმარებელს ახალი უნიკალური კონცეფცია „გორგია ბაღიც“ შესთავაზა.

მომავალი წლის განმავლობაში ჰიპერმარკეტების ქსელი კიდევ რამდენიმე ფილიალის გახსნას გეგმავს ქვეყნის მასშტაბით.

R