"იანვრიდან "ომიკრონი“ ევროკავშირში კორონავირუსის დომინანტი ვარიანტი გახდება" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

"იანვრიდან "ომიკრონი“ ევროკავშირში კორონავირუსის დომინანტი ვარიანტი გახდება" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ იანვრის შუა რიცხვებიდან "ომიკრონი“ ევროკავშირში კორონავირუსის დომინანტი ვარიანტი გახდება. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირს ეყოფა ძალა და შესაძლებლობა ვირუსი დაამარცხოს მაშინ, როდესაც ბლოკის მოსახლეობის 66% სრულად აცრილია.

"როგორც ბევრი თქვენგანი, მეც დამწუხრებული ვარ, რომ შობა კიდევ ერთხელ დაიჩრდილება პანდემიით”, -აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

"ომიკრონ“ შტამთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრიც (ECDC). მათი პროგნოზით, 2022 წლის დასაწყისში ევროკავშირში რეგულაციების შესუსტებამ და ბუსტერ დოზაზე უარის თქმამ, შესაძლებელია ჯანდაცვის სასტემების სერიოზული გადატვირთვა გამოიწვიოს. შედეგად კი ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.