ავტორი:

აშშ -ში დავით კლდიაშვილის შთამომავალი გარდაიცვალა - რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი, რასაც 27 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, უცნობია

აშშ -ში დავით კლდიაშვილის შთამომავალი გარდაიცვალა - რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი, რასაც 27 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, უცნობია

15 დეკემბერს, აშშ-ში ქართველი ახალგაზრდა, 27 წლის ქაქუცა კლდიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ცნობილი ქართველი მწერლის, დავით კლდიაშვილის შთამომავალია.

"კიდევ ერთი კარგი ახალგაზრდა, კარგი შვილი, კარგი მეუღლე, კარგი მამა, კარგი მეგობარი და დიდი დავით კლდიაშვილის შთამომავალი წავიდა იმ ქვეყნად, New York-ის ქართული ემიგრაციიდან. ვუსამძიმრებთ ქალბატონ თამარ ღოღობერიძეს შვილის, ქაქუცა კლდიაშვილის გარდაცვალების გამო, როგორც ცნობილია, მისი სიცოცხლე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, თუმცა დამწუხრებული დედისთვის ეს არანაირი შეღავათი არ არის. დაე, ნათელში იყოს ქაქუცას სული და მის ოჯახს კი გამძლეობას ვუსურვებთ!“ - ვკითხულობთ ემიგრანტების განცხადებაში.

Ambebi.ge-მ მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები მოიძია. მომხდარის შესახებ ადგილობრივი მედიაც წერს.

ნიუ იორკში, სტეიტენ-აილენდის მახლობლად, სავარაუდოდ, იმ მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც გასულ სამშაბათს Verrazzano-Narrows-ს ხიდიდან გადავარდა. ამის შესახებ გამოცემა silive.com წყაროზე დაყრდნობით წერს.

მათივე ცნობით, საუბარია 27 წლის მამაკაცზე, რომელიც სტეიტენ-აილენდზე ცხოვრობდა. წყაროს ცნობით, დაახლოებით გამთენიისას, 6:25 საათზე ხიდის ქვეშ მიტოვებული მანქანა იპოვეს.

ახალგაზრდის ძებნაში ჩართული იყო აშშ-ის სანაპირო დაცვა. ცხედარი პოვნის შემდეგ, აშშ-ის სანაპირო დაცვის სადგურზე, ნიუ იორკში გადაასვენეს.

ოფიციალურად მამაკაცის საიდენტიფიკაციო მონაცემები არ გამოუქვეყნებიათ და სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ელოდებიან გარდაცვლილის ოჯახის დასტურს. პოლიციის პრესსპიკერი აცხადებს, რომ სიკვდილის ზუსტ მიზეზს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.

ჩვენი ინფორმაციით, ქაქუცა კლდიაშვილს ამერიკაში დაკრძალავენ. გარდაცვლილს მეუღლე და ერთი ქალიშვილი დარჩა. ამერიკაში ცხოვრობს ქაქუცა კლდიაშვილის დედაც.