კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გადაცემა "საღამოს პოსტს“ სტუმრობდა, სადაც გულახდილად ისაუბრა მეუღლეზე და მათი თანაცხოვრების პერიოდზე. მინისტრი ხშირად ხდება ბულინგისა და კრიტიკის ობიექტი, მაგრამ როგორც წულუკიანი ამბობს, მეუღლე ნუგო კაკულია, ამ ყველაფერს "უძლებს“. წყვილს ერთი ქალიშილი ჰყავს.
თეა წულუკიანი:
- ჩემი მეუღლე ნუგო ჩემზე 9 წლით უმცროსია. ძალიან კარგი ადამიანია და ის არის ერთ-ერთი, ვისშიც ყველაზე მეტად გამიმართლა. ყველა მამაკაცს მაინც თავისი მეუღლე ურჩევნია უფრო მეტად შინ იყოს, ვიდრე გარეთ. ეს ალბათ ბუნებრივია, მაგრამ ის, რომ ეს ყველაფერი აიტანო, რასაც ნუგო იტანს, ძალიან რთულია, ამას ვაღიარებ.
ძალიან ხშირად ვარ ოჯახის გარეთ. ასევე ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, კრიტიკა, უხამსი შენიშვნა ისმის ჩემი მისამართით და არავინ არის ყრუ. გვესმის, ვხედავთ და ვკითხულობთ. ის, რომ ეს ჩემზე არავითარ გავლენას არ ახდენს, არ ნიშნავს, რომ სხვაზეც, ჩემ ოჯახის წევრებზეც არ მოქმედებს. მას მართლაც ტაშს ვუკრავ, იმიტომ, რომ ამისი ატანა არ არის ადვილი. დიახ, მადლიერი ვარ, რომ ის ამ ყველაფერს იტანს და არის ძალიან კარგი მეუღლე და მამა. იმედი მაქვს ეს ყველაფერი დროებითია და დასრულდება, ჩვენ ვიქნებით ნამდვილი ოჯახი.
ნუგო ძლიერი და თბილი ადამიანია. მას აქვს რაღაცანარიი რწმენა, რომ რა საქმეც კეთდება, ეს არის კარგი. თავად ჩემი მეუღლეც მონაწილეობდა 2012 წლის "ქართული ოცნების“ დიდ გამარჯვებაში და ამ ბრძოლაში გავიცანით ერთმანეთი. ალბათ, ეს ფუნდამენტი გვიწყობს ხელს, რომ თვალი გავუსწოროთ მკაცრ რეალობას.