ავტორი:

როგორია წეროვანში, დევნილთა დასახლებაში დაჭრილი 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ექიმის განმარტება

როგორია წეროვანში, დევნილთა დასახლებაში დაჭრილი 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ექიმის განმარტება

წეროვანში, დევნილთა დასახლებაში დაჭრილი 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. როგორც ექიმი აცხადებს, ორ მათგანს მცხეთის "ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაში ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა, ერთს კი ახლა უტარებენ.

"სამი პაციენტი შემოიყვანეს, ცეცხლსასროლი ჭრილობებითა და სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით. ორს გუშინვე ჩაუტარდა სასიცოცხლო ჩვენებით ოპერაცია, ერთის ოპერაცია ახლა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა მძიმედ, სტაბილური სიტუაციით ფასდება. სხეულის სხვადასხვა უბნებში აქვთ ჭრილობები, მუცელზე და კიდურებში“, - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, წეროვანში, დევნილთა დასახლებაში 3 პირი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის დავა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო. სამივე პირს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით აქვთ მიყენებული. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.